მოდის ფილმის, როგორც ცალკე მდგომი ჟანრის, ჩამოყალიბება 2000-იან წლებს უკავშირდება და დღემდე განვითარების ფაზაშია.
თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ Fashion Film აქცია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად მიმართულებად.
მოდის ფილმი დამოუკიდებელ, ექსპერიმენტული კინემატოგრაფისა და კომერციული ფილმების გზაჯვარედინზე მყოფი ნამუშევარია, სინთეზი სხვადასხვა მიმართულებებისა და ჟანრების.
FASHION FILM FESTIVAL TBILISI
მოდის კინოფესტივალი იგივე FASHION FILM FESTIVAL ტარდება მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში:
Fashion Film Festival MILANO- მილანი
ATHENS Fashion Film Festival - ათენი
Fashion Film Festival ISTANBUL - სტამბული
LONDON Fashion Film Festival - ლონდონი
CANADIAN International Fashion Film Festival - კანადა
BERLIN Fashion Film Festival- ბერლინი
BUCHAREST Fashion Film Festival - ბუქარესტი
CROATIA Fashion Film Festival - ხორვატია
BUENOS AIRES International Fashion - ბუენოს აირესი
UK Fashion Film Festival - ბრიტანეთი
LA Fashion Film Festival - ლოს ანჟელესი
FASHION FILM FESTIVAL AMSTERDAM - ამსტერდამი
COPENHAGEN Fashion Film Festival - კოპენჰაგენი
და სხვა.
Fashion Film Festival Tbilisi პირველია ამიერკავკასიაში. ის Fashion film-ს განიხილავს როგორც სრულფასოვან მიმართულებას ვიზუალურ ხელოვნებაში, ამასთან იკვლევს არქივში შემონახულ ქართული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვიზუალურ მასალებს და განიხილავს მათ Fashion Film-ის ღირებულების ჭრილში, აცნობს მათ მსოფლიო მოდის ინდუსტრიას და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ქართული კულტურისა და ხელოვნების მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაში.