"ბოდიში ყველა მცდარი ზღაპრისთვის, რაც მომიყოლია “  - წარსულის  გადააზრება,  აწმყო, როგორც დიდი რესურსი და რწმენა, რომ ახლის დაწყებას ყოველთვის აქვს აზრი. 

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი გამოშვება არასაკონკურსო ფორმატით გაიმართება 18 დეკემბერს, იგი ფესტივალის ღირებულებების, პოზიციისა და ინტერესების ერთგვარი გაცნობაა. ამავდროულად ღონისძიება ხსნის მუდმივმოქმედ პლატფორმა “PRE EDITION-” ს, რომელიც პერმანენტულად წარადგენს სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძებებს ფესტივალის საკონკურსო გამოშვებებამდე.

*მეტი ინფორმაციისთვის პლატფორმა “ PRE EDITION “- ზე ეწვიეთ გვერდს ფესტივალის ფორმატის შესახებ.

აქ მოდა აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგს: კინემატოგრაფიას, თეატრს, მუსიკას და შლის სტერეოტიპულ საზღვრებს მათ შორის.

Previous
Previous

ფორმატი