საფესტივალო ფორმატი:

ფესტივალი ჩატარდება წელიწადში ერთხელ და მის ფარგლებში ჩვენებები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებსა და რეგიონებში საქართველოს მასშტაბით.

 

საკონკურსო პროგრამა

გულისხმობს სელექციას, საკონკურსო ფილმების ჩვენებებსა და საერთაშორისო ჟიურის მეშვეობით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენას.

არასაკონკურსო პროგრამა

არასაკონკურსო ნამუშევრების ჩვენება, სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებები: გამოფენები, ინსტალაციები, პერფომანსები, ვორქშოფები, დისკუსიები და მასტერკლასები. კომუნიკაცია და საუბრები საერთაშორისო და ადგილობრივ ხელოვანებთან.

PRE-EDITION - პერმანენტული ონლაინ ვიდეო-გამოცემა

პროექტის უნიკალური ფორმატი მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ არის შეზღუდული კონკრეტული თარიღებით და არ მოიცავს მხოლოდ საფესტივალო ფორმატს.
გარდა იმისა რომ FFFT ხორციელდება საერთაშორისოდ აპრობირებული საფესტივალო ფორმატით, ამავდროულად ის ქმნის მუდმივმოქმედ, პერმანენტულ პლატფორმას, PRE-EDITION- ს, რომელიც ავსებს ფესტივალის გამოშვებებს შორის არსებულ სიცარიელეს.
PRE-EDITION არის ფესტივალის ბაზაზე არსებული ალტერნატიული მედიაპარტნიორი, სადაც უწყვეტ რეჟიმში ნაჩვენები იქნება სპეცპროექტები, სხვადასხვა არტისტების ექსპერიმენტული ფილმები, ჩანახატები, ინტერვიუები, ინსტალაციები და პერფორმანსები. PRE-EDITION მუდმივად თანამშრომლობს ინტერნაციონალურ და ადგილობრივ პრესასთან.

 
Previous
Previous

მიმართულებები

Next
Next

პირველი გამოშვება