FFFTBILISI - პირველი საერთაშორისო  FASHION FILM FESTIVAL  ამიერკავკასიაში

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში აპრობირებული ფორმატით გაიმართება ყოველწლიურად, იგი საერთაშორისო ჟიურის საშუალებით ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებსა და არტისტებს გამოავლენს. პროექტს ეყოლება მონაწილეები მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნიდან.

ფესტივალი ავტომატურად ხდება FASHION FILM ფესტივალების საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რაც თავისთავად გულისხმობს თბილისში საერთაშორისო არტისტების, კინორეჟისორების, ხელოვანებისა და პროექტების ინტეგრირებას.

ფესტივალის საგანმანათლებლო მიმართულება გულისხმობს წლის განმავლობაში გაწერილ ვორქშოპებს, სემინარებსა და მასტერკლასებს საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, იკვლიოს ქართული თეატრის, კინოსა და ტელევიზიიის ვიდეოარქივები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შესძინოს მათ თანამედროვე ღირებულება. კვლევის მიმართულებაში აქტიურად ჩაერთვება ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის  აკადემიის - სენტრალ-სენ მარტინის მკვლევართა ჯგუფი.

გარდა საფესტივალო ფორმატისა, პროექტი ითვალისწინებს მუდმივმოქმედ პლატფორმას და უწყვეტ რეჟიმში კურირებს ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული და საავტორო ნამუშევრების განხორციელებას, რაც თავისთავად თბილისში წლის განმავლობაში პერმანენტულ კულტურულ ღონისძიებებს გულისხმობს.

მოდის ფილმის სპეციფიკა თვისობრივად განსხვავდება ტრადიციული კინემატოგრაფისგან, ის უფრო მოქნილი , მობილური და სწრაფია, სწორედ ამიტომ ფესტივალი  ხელს უწყობს ქართული "სწრაფი" კინოს ჩამოყალიბებას, ქმნის აქამდე არარსებულ შუალედურ რგოლს ტრადიციულ კინემატოგრაფსა და კომერციულ ვიდეოკონტენტს შორის. მიზნად ისახავს  ბარიერებსა და ბიუროკრატიულ დაბრკოლებების  მოხსნას კინოს წარმოების პროცესში, გზას უხსნის ახალგაზრდა არტისტებს ექსპერიმენტებისკენ, კოლაბორაციებისკენ და უზრუნველყოფს საერთაშორისო ასპარეზზე მათ წარდგენას.

 
Next
Next

ფილოსოფია